საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური მე-10 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

    2025 წლის 15 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავენ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-10 სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება პროფესორ ვასილ კაჭარავას ხსოვნას.

    კონფერენციის თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ფილოსოფია, ქალთა საკითხები და ა.შ.

    · მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;

    · მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

    · კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

    გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

     

    მნიშვნელოვანი თარიღები:

    მასალების მიღების ბოლო დღე: 28 აპრილი, 2025

    კონფერენციის ჩატარების თარიღი: 15 მაისი, 2025

    კონფერენციის გახსნა: 2025 წლის 15 მაისი, 11:00 საათი, თსუ, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ოთახი 152 (მე-2 კორპ.)

     

    რეგლამენტი:

    მოხსენება – 15 წუთი;

    დისკუსია – 5 წუთი;

     

    კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა უნდა გამოგზავნოს:

    · მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი, სასწავლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: განაცხადი - მომხსენებლის სახელი და გვარი);

    · ანოტაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი, თითოეული 250-300 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman), ანოტაციაში უნდა წარმოაჩინოთ კვლევის სიახლე, აქტუალობა, მიზნები და შედეგები (დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ანოტაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი, მოხსენების სათაური);

    · სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია (PDF დოკუმენტი)

    საკონტაქტო პირები: ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე ლუკა ჯინჭარაძე და ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ლაბაძე, თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.

     

    ელ-ფოსტა: luka.jincharadze200@hum.tsu.edu.ge

    თარიღი: 22/04/2025